2016 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შეაჩეროს უვიზო რეჟიმი, რომელიც ამჟამად რუსეთსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს არ რის „ვითომ“ მუქარა.
”პირიქით, ეს უფრო და უფრო რეალურია და ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამის შესახებ“, - აღნიშნა ლავროვმა.