რომის პაპი კენიას სტუმრობდა. ფრანცისკ პირველმა ნაირობის ღარიბთა დასახლებები მოინახულა. პონტიფიკოსის სანახავად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ქადაგებისას პაპმა მათ თანაგრძნობა გამოუცხადა და მდიდრები გააკრიტიკა. კანგემის რაიონი, სადაც პონტიფიკოსი იმყოფებოდა, კენიის დედაქალაქში ერთ-ერთ უღარიბეს დასახლებად ითვლება. კანგემში 100 ათასზე მეტი ადამიანი ქოხებში, კანალიზაციის გარეშე ცხოვრობს. ადგილობრივთაგან 20 ათასზე მეტი ადამიანი კათოლიკეა.