თურქეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას პარიზში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოგანმა ფრანგული ტელეარხის, France 24-ის ეთერში განაცხადა. „მე მასთან შეხვედრა ვითხოვე, რაზეც პასუხი ჯერ არ მიმიღია,“-აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქებმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.