14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. არასრულწოვანი თბილისში დაჭრეს და ის მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადის. მას საავადმყოფოში მიყვანისთანავე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი გუშინ მეტრო სადგურ “თავისუფლების მოედანთან” სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. საქმე აღძრულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით.