ბელგიამ ტერორისტული საფრთხის დონე დაწია. ამ დროისათვის ბრიუსელში საფრთხის საშუალო, მესამე დონე მოქმედებს. ბელგიის დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმები პარიზის ტერაქტების შემდეგ გაამკაცრეს. ერთი კვირის განმავლობაში ბრიუსელში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი, არ ფუნქციონირებდა დედაქალაქის მეტრო, მასობრივი თავშეყრის ადგილებზე კი სამხედროები პატრულირებდნენ. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავა.