თურქეთში ცნობილი ჟურნალისტები დააკავეს. ჯან დიუნდარისა და ერდემი გიულის ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ბრალდება დაუმტკიცდებათ, ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა ელით. მათი გასამართლება თავად პრეზიდენტმა ერდოგანმა მოითხოვა. ანკარას აღშფოთება საგაზეთო რეპორტაჟმა და ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც ჩანს, რომ სირიელი ამბოხებულები იარაღით თურქეთიდან მარაგდებიან.