საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში კვლავ კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა სირიის საკითხთან დაკავშირებით მათ კვლავ განსხვავებული ხედვა აქვთ. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბაშარ ასადის ადგილი სირიაში არ არის, კრემლის ლიდერის თქმით კი, ასადი სირიაში ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა, რომელსაც რუსეთი ტერორისტებთან ბრძოლაში საკუთარ მოკავშირედ აღიარებს.