რუსეთისთვის ყოვლად გაუგებარი და აუხსნელია მოღალატეობრივი დარტყმა ზურგში მათი მხრიდან, ვისაც ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირედ თვლიდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის ხელმძღვანელობას გააზრებულად შეჰყავს რუსულ-თურქული ურთიერთობები ჩიხში, რადგანაც ჩვენთვის ბოდიში ჯერჯერობით თურქეთის არცერთ უმაღლეს პოლიტიკურ ლიდერს არ მოუხდია. ჩვენ არც ზარალის ანაზღაურებას დაგვპირებია ვინმე და არც დამნაშავეთა დასჯას,“-აღნიშნა პუტინმა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც საჰაერო სივრცის დარღვევის გამო თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.