რუსეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობას სპეციალურ განკარგულებას აძლევს, თურქეთის მხრიდან „აგრესიის აქტს“ პასუხი ეკონომიკური და ჰუმანიტარული სანქციებით გაეცეს. „ედავოა, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტი. და ჩვენს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა ჩვენმა მეზობელმა და ნატოს წევრმა ქვეყანამ,“-აღნიშნა მედვედევმა. არ არის გამორიცხული, მისივე განკარგულებით რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი ჩაიშალოს, რომელშიც თურქეთი იღებს მონაწილეობას. ორი ქვეყნის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც საჰაერო სივრცის დარღვევის გამო თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.