ერაყში 40-მდე საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, როლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და გავრცელებული ინფორმაციით ISIS-ის მიერ არის გათხრილი.
Dailymail-ის ინფორმაციით გვირაბები ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. გვირაბები მოიცავს საძილე ადგილებს, მასში არის ელქტრო გაყვანილობა, ამერიკული ბომბების შესაქმნელი ხელსაწყოები, საჭმელი, ტანსაცმელი და კორეაში დამზადებული სამედიცინო ნივთები. გვირაბები გრძელია და ის საცხოვრებელ სახლებს აკავშირებს.
ტერიტორია წელიწადზე მეტი ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ კონტროლირდება და ამ ადგილის გათავისუფლება სულ ცოტა ხნის წინ მოხდა.