რუსულმა ავიაციამ კიდევ ერთი დანაკარგი განიცადა. კრასნოიარსკის ოლქში ცოტა ხნის წინ მი-8 ტიპის ვეტმფრენი ჩამოვარდა. კატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი სხეულის უმძიმესი დაზიანებებით რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. დაღუპულთაგან 3 ეკიპაჟის წევრი, 12 კი მგზავრია. ავიაკატასტროფის გამოწვევი მიზეზი უცნობია.