რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით ტურისტული საგზურების გაცემა შეწყვიტეს. რამდენიმე მათგანმა არათუ მხოლოდ საგზურების გაყიდვა შეაჩერა, არამედ უკვე გაცემული საგზურებიც გააუქმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თანამოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავება, ტუროპერატორებს კი საგზურების გაცემის შეწყვეტა ურჩია. დაზარალებული ტუროპერატორები დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.