რუსულ სუ-24-ს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, ინციდენტი კი დაგეგმილი იყო. ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა. ინციდენტი თურქეთი-სირიის საზღვარზე 24 ნოემბრის ღამეს მოხდა.
თურქულმა F-16-მა რუსული სუ-24 საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდო.
როგორც თურქული მხარე ირწმუნება, რუსულმა ეკიპაჟმა რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, თუმცა მოწოდებას, თურქეთის საჰაერო სივრცე დაეტოვებინათ, სრული იგნორით შეხვდა.