თურქეთის მოსაზღვრე ქალაქ ააზაზში ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს.
ადგილობრივი წყაროებით, ავიადარტყმები თურქულ სატვირთო მანქანებზე რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა განახორციელეს, რაც ოფიციალურად არ დასტურდება.
ინციდენტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.
ქალაქ ააზაზს ამ დროისათვის შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფებები აკონტროლებენ.