ვენესუელაში ცნობილი ოპოზიციონერი ლუის დიასი მოკლეს. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ლუის დიასს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ესროლეს.
თავდამსხმელებმა ცეცხლი მანქანიდან გახსნეს. შედეგად, პოლიტიკოსი ადგილზევე დაიღუპა.
ოპოზიციური „დემოკრატიული მოქმედების“ პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას სოციალისტებს აკისრებს.