გერმანია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ ანგელა მერკელმა პარიზში ვიზიტისას განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გერმანიის კანცლერმა პატივი 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგო, რის შემდეგაც ჟურანლისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ტერორისტებზე ძლიერები ვართ, მაგრამ მათთან საბრძოლველად ყველა ძალის მობილიზაციაა საჭირო. მათ სიტყვები არ ესმით. ე.ი. უნდა ვებრძოლოთ ძალისმიერი მეთოდებით,“-აღნიშნა მერკელმა.