რუსეთი სირიაში ხმეიმიმის ავიაბაზაზე С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს გადაისვრის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისივე თქმით, С-400-ს ნებისმიერი სახის საფრენი აპარატის, ასევე, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია.
რუსეთი სირიაში ისლამისტთა პოზიციებს უკვე ორი თვეა, ბომბავს.