გუშინდელი ინციდენტის გამო რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს, თუმცა მოსკოვი ანკარასთან ურთიერთობებს გადახედავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„თურქეთთან ომს არ დავიწყებთ. შეუცვლელი რჩება ჩვენი დამოკიდებულება თურქ ხალხთანაც, მაგრამ რა თქმა უნდა, კითხვები გვაქვს თურქეთის მოქმედ ხელისუფლებასთან,“-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სუ-24-ის ჩამოგდებას მოსკოვის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
რუსული მხარე კვლავინდებურად ირწმუნება, რომ რუსულ თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.