მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დიპლომატიური მისიის შენობას ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს. პოლიციას დემონსტრანტებისთვის ხელი არ შეუშლია.
თურქული მხარის განმარტებით, თავდასხმის შედეგად საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა მსუბუქი ტრავმები მიიღო.
პროტესტის მიზეზი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა.