უკრაინამ რუსული გაზის იმპორტი შეაჩერა, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
არსენი იაცენიუკის თქმით, შესაბამისი განკარგულება „უკრაინის ნაფტოგაზმა“ უკვე მიიღო.
გარდა ამისა, რუსულ ავიაგადამზიდებს უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებით სატრანზიტო ფრენა აეკრძალათ.