ნატო მხარს უჭერს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას, - ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2 საათიანი საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ თურქეთი არის ალიანსის წევრი ქვეყნა და ნატოს სტრატეგიული პარტნიორი.
მისივე განცხადებით, აუცილებელია მოხდეს კონფლიქტის დე-ესკალაცია და ამისათვის უნდა იყოს გამოყენებული ყველა დიპლომატიური საშუალება.
სტოლტენბერგის თქმით, საერთო მტერი, ნატოსაც და რუსეთსაც უნდა ჰყავდეს ისლამური სახელმწიფო.
“ვითარება საკმაოდ სერიოზულია, ამიტომ მივესალმები ანკარასა და მოსკოვს შორის მეტ კონტაქტს, რათა ეს ინციდენტი ამოიწუროს და მომავალში შესაძლებელი იყოს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება. ჩვენი საერთო მტერი უნდა იყოს ისლამური სახელმწიფო და მე მივესალმები ყველა მცდელობას, ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.