სირიაში მოქმედმა აჯანყებულებმა პროვინცია ლატაკიაში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს. საუბარია იმ ვეტმფრენზე, რომელიც ,,სუ-24”-ის მფრინავების სამძებრო სოპერაციას აწარმოებდა. "როიტერი", ადამიანის უფლებათა სირიის სამონიტორინგო ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აჯანყებულებმა ვერტმფრენი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის საშუალებით ჩამოაგდეს.
გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ლიბანური "ჰეზბოლა" აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებეს, რომ ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,სუ-24”-ის ერთერთი მფრინავი კატაპულტირების დროს დაიღუპა. გარდაცვლილი ასახულია ვიდეორგოლში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მეორე მფრინავის შესახებ კი ცნობილია, რომ იგი აჯანყებულებმა დაატყვევეს.