თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო ნატომ საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
სხდომა ბრიუსელში დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.
რუსული სუ-24 სირიის ტერიტორიაზე დღეს ჩამოაგდეს. პილოტების ბედი ამ დრომდე უცნობია.