ნატომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა ელჩების დონეზე ჩატარდება და იგი ადგილობრივი დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული. ,,რიანოვოსტის” ინფორმაციით, ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხი ეხება თურქული ავიაციის მიერ რუსული ბომბდამმშენის ჩამოგდებას. მისივე თქმით, მედიისთვის განცხადებები გათვალისწინებული არ არის.
თურქული ავიაციის მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის მფრინავებს რუსული სამხედრო ვერტმფრენებით ეძებენ. როგორც ცნობილია, ,,სუ-24” -ის მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. მათი სამაშველო ოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას "დეილი ნიუსი" აქვეყნებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი მფრინავი სირიის პროვინცია ლატაკიაში მცხოვრებმა ეთნიკურმა თურქმენებმა დაატყვევეს. მეორე მფრინავთან დაკავშირებით, CNN turk-ი იტყობინება, რომ ის სავარაუდოდ დაიღუპა.
ნატო-ში სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება უკვე გააკეთეს. როგორც "ბლულმბერგი" იტყობინება, ალიანსში განაცხადეს, რომ სიტუაციას დიდი ყურადღებით აკვირდებიან.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინი სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. საგულისხმოა, რომ რამდენიმე რუსმა დეპუტატმა პრეზიდენსტ მოუწოდა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან.
შეგახსენებთ, თურქული მხარე აცხადრებს, რომ რუსულმა ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, თუმცა ამჟამად ცნობილია, რომ სუ-24 სირიის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი.