რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თურქული ავიაციის მიერ ჩამოგდებული სუ-24 სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ამის შესახებ ინფორმაციას ,,რიანოვოსტი” ავრცელებს. ,,როიტერის” ინფორმაციით კი, თურქულმა ავიაციამ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თურქულმა გამანადგურებლებმა F-16-ებმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდეს. მომხდართან დაკავშირებით თურქულ მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თურქული მხარე არ საუბრობს ასევე იმაზე. თუ ვის ეკუთვნის ჩამოგდებული თვითმფრინავი.
თავის მხრივ, თურქული გამოცემა "ბუგუნი" წერს, რომ თვითმფრინავი ჰატაის პროვინციაში ჩამოაგდეს. მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.