ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ასაფეთქებელი მოწყობილობა საბერძნეთის მეწარმეთა ფედერაციის შენობასთან ამოქმედდა.
სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.
საბერძნეთში თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ხშირად რადიკალი მემარცხენეები და ანარქისტები იყენებენ, თუმცა მთავრობაში ალექსის ციპრასის მოსვლის შემდეგ ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.