მომავალი 10 წლის განმავლობაში ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს 178 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ქემერონმა პარლამენტს წარუდგინა. ახალი შეიარაღება, უპირველეს ყოვლისა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის იქნება განკუთვნილი. ქემერონის გეგმით, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სწრაფი რეაგირების 2 ბრიგადა დაემატება. ასევე იგეგმება Typhon და F35 ტიპის ავიაგამანადგურებლებით დაკომპლექტებული ესკადრელიის შექმნაც. ბრიტანეთის საზრვაო ძალებს ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი 4 წყალქვეშა ხომალდი, 8 საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავი, 13 ფრეგატა და 2 საპატრულო გემი შეემატება.