უკვე მესამე დღეა, ყირიმის სრულ ენერგობლოკადაშია. ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულს ხერსონში მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო შეუწყდა. ადგილობრივი აქტივისტები ელექტრიკოსთა ბრიგადებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ენერგობლოკადასთან ერთად, კიევი ყირიმს სატრანსპორტო ბლოკადაშიც აქცევს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანექსირებული ნახევარკუნძულის მიმართულებით სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალა.