ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს ამერიკული ავიაციაც. პენტაგონის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები ამჯერად აღმოსავლეთ სირიაში, კერძოდ კი დაირ-ეზ-ზაურისა და ელ-ჰასაკეს რაიონებში განხორციელდა. ამერიკელთა სამიზნე სატვირთო მანქანების კოლონა გახდა, რომლითაც ისლამისტებს ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ. ავიადარტყმების შედეგად 283 სატვირთო მანქანა განადგურდა. 2 დღის წინ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა ღიად განაცხადა, რომ პენტაგონი ერაყსა და სირიაში სტრატეგიას იცვლის და სანავთობო ობიექტების დაბომბვას იწყებს, რომლითაც ისლამისტები სოლიდურ შემოსავალს იღებენ.