ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე ბრიუსელში მინიმუმ, ერთ კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სწავლა ბრიუსელის სკოლებში ხვალიდან განახლდება. ხვალიდან განაახლებს ფუნქციონირებას დედაქალაქის მეტროც, თუმცა მასობრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომები კვლავ უკიდურესად გამკაცრებული იქნება. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბელგიის ხელისუფლებამ ბრალდება პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს წაუყენა, რომელიც ბრიუსელში რეიდის დროს დააკავეს.