ნიუ ორლეანში ორმა შეიარაღებულმა პირმა პარკში შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი Bunny Friend-ის პარკში მოხდა , სადაც ვიდეოკლიპის გადაღება მიმდინარეობდა. გადასაღებ მოედანთან დაახლოებით 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
თვითმხილველთა განცხადებით, გადაღებისას მოულოდენლად ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. არიან დაჭრილები.