მორიგი ტერორისტული აქტი ნიგერიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ქალაქ მაიდუგურის ცენტრალურ რაიონში აიფეთქა. ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება “ბოკო ჰარამის” ტერორისტულ დაჯგუფებას აკისრებს.