მორიგი სპეცოპერაცია ყაბარდოში. ნალჩიკში ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ლიდერი მოკლეს. მასთან ერთად სპეცრაზმელებმა კიდევ 2 რადიკალი გაანადგურეს. ისინი ბლინდაჟში იყვნენ გამაგრებულები და სამართალდამცავებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ლიკვიდერებულთა ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.