ბელგიაში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილებს ეძებენ. მასშტაბური რეიდები ბრიუსელსა და შარლერუაში მოეწყო. პოლიციამ 19 სახლი გაჩხრიკა და 16 ადამიანი დააპატიმრა. ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დაკავებულთა შორის არ აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ეჭვიტანილმა გაქცევა მანქანით სცადა, თუმცა ის სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ბელგიის პრემიერ-მინისტრის, შარლ მიშელის განცხადებით, ნრიუსელში ტერორისტული საფრთხის ყველაზე მაღალი, მეოთხე დონე კიდევ ერთი დღე-ღამის განმავლობაში შენარჩუნდება.