ბელგიაში მეორე დღეა შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე. ქვეყნის შს მინისტრის იან ჟამბონის განცხადებით, ძენბლილთა შორის არიან ისეთი პირები, რომელთაც ბელგიის სპეცსამსახურები ახალი ტერაქტის ორგაზიებაში ეჭვმიტანილებად მიიჩნევენ.
ბელგიის პოლიცია აცხადებს, რომ ყველა ძებნილი პირი შეიარაღებულია და საშიშია.
ბელგიის პრემიერის შარლს მიშელის განცხადებით, ხელისუფლება ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამოდენიმე პირი შეიარაღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობით და ცეცხლსასროლი იარაღით.
„მათ შეუძლიათ განახორციელონ თავდასხმა ერთდროულად რამოდენიმე ადგილას“, - განაცხადა პრემიერმა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი იყო, რომ ბელგიელი სამართალდამცავები 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორს სალაჰ აბდელსლამას ეძებდნენ.
პრემიერის თქმით, საფრთხელს წარმოადგენს არა მხოლოდ სალაჰ აბდელსლამა. ჯერ გარკვეული არ არის სხვა ძებნილები არიან თუ არა კავშირში სალაჰ აბდელსლამასთან თუ მმოქმედებენ დამოუკიდებლად.