მალის დედაქალაქში მძევალთა დრამა დასრულდა. BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს, რომლებიც დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო Radisson Blu-ში შეიჭრნენ, მძევლები აღარ ჰყავთ. შენობაში შტურმით შესულმა გაეროს სამშვიდობოებმა სასტუმროში 27 ცხედარი აღმოაჩინეს. რამდენიმე ტერორისტი ამ დრომდე შენობის ზედა სართულებზე რჩება და სპეცრაზმელებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მუჰტარ ბელმუჰტარის რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო
.