ბრიუსელმა ტერორისტული საფრთხის მაჩვენებელი მეოთხე დონემდე გაზარდა. ამის შესახებ ბელგიის საფრთხეების ანალიზის ცენტრი იტყობინება.
ხელისუფლების რეკომენდაციით, ბრიუსელის მცხოვრებლებმა მასობრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრებისგან თავი უნდა შეიკავონ და პოლიციის, სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მითითებებს უნდა დაემორჩილონ.
უსაფრთხოების ზომები ბრიუსელში მას პარიზის ტერაქტების შემდეგ გამკაცრდა. პოლიციამ მოლენბეკის მუსლიმებით დასახლებულ რაიონში რეიდები რამდენჯერმე ჩაატარა.
ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს ურჩევს, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებები ზედმიწევნით შეასრულონ.
სპეცსამსახურები პარიზის თავდასხმების შემსრულებლებს ამ დრომდე ეძებენ. პროკურატურამ ერთ-ერთ თანამზრახველს, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს, ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენა. საუბარია 39 წლის წარმოშობით მაროკოელ მამაკაცზე, რომელმაც, გამოძიების ცნობით, პარიზიდან დაბრუნებული ერთ-ერთი ტერორისტი, სალაჰ აბდესლამი, შეიფარა. სამართალდამცველებმა მის მანქანასა და სახლში იარაღი და სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ბრალდებული აცხადებს, რომ მას აბდესლამი 14 ნოემბრის შემდეგ არ უნახავს.