„ისლამური სახელმწიფო“ ახალ ვიდეორგოლს ავრცელებს, რომელშიც თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრება. ვიდეოში ორი ტერორისტი ფრანგებს მიმართავს: „ჩვენ დავიწყეთ თქვენით და დავასრულებთ თეთრი სახლით, რომელსაც ჩვენი ცეცხლით შავად გადავაქცევთ“.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ყველა მუქარა გამოძიებული იქნება.
ნიუ იორკის მერმა დე ბლაზიომ ნიუ იორკელებს მოუწოდა, არ აყვნენ ტერორისტების მუქარას და მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება.
„შიშის დანერგვა ტერორისტების მიზანია, ნიუ იორკის მცხოვრებნო, გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება“, - განაცხადა მერმა.
თანამოქალაქეები პოლიციის კომისარმა უილიამ ბრატონმაც დაამშვიდა. „გაფრთხილდით, მაგრამ არ შეშინდეთ, ნიუ იორკის პოლიცია თქვენ დაგიცავთ. ისინი ცდილობენ, შიშის ატმოსფერო შექმნან“, - მიმართა მან საზოგადოებას.