შეერთებული შტატები საემიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ახალი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ქვეყანაში სირიელი და ერაყელი ლტოლვილების მიღებას შეზრუდავს. დოკუმენტს მხარი 298 კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 137-მა კანონმდებელმა მისცა. ობამა კონგრესის ინიციატივას მხარს არ უჭერს და ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს.