“ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება უფრო ადვილია, ვიდრე “ალ-ქაიდის.” ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. “ალ-ქაიდასთან ბრძოლა 2001 წელს დავიწყეთ და რამდენიმე წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოგვეხდინა. ვიმედოვნებთ, რომ ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად გაცილებით ნაკლები დრო დაგვჭირდება,”-აღნიშნა ქერიმ.