პარიზის ტერაქტების შემდეგ ბელგიის პოლიციამ 9 ეჭმიტანილი დააკავა. რეიდები ბრიუსელის სხვადასხვა რაიონებში, 6 მისამართზე ჩატარდა. დაკავებულთაგან ორს 13 ნოემბრის ტერაქტებთან შესაძლოა უშუალო კავშირი ჰქონდეს. ყველაზე მასშტაბური რეიდები სამართალდამცავებმა მოლენბეკის რაიონში მოაწყვეს, რომელიც ძირითადად არაბებით არის დასახლებული და სადაც ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი ამდელჰამიდ აბაუდი ცხოვრობდა.