13 ნოემბრის ტერაქტების მთავარი ფიგურანტი აბდელჰამიდ აბაუდი სენ-დენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა. ამის შესახებ პარიზის პროკურატურა იტყობინება. უწყების ინფორმაციით, ტერორისტის ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერჯერობით არ ხმაურდება, მან თავი აიფეთქა თუ არა. სპეცოპერაცია პარიზის გარეუბანში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სამართალდამცავებმა ერთი ტერორისტი მოკლეს, ერთ-ერთმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა, 8 პირი კი დაკავებულია.