უკრაინულ პასპორტებში რუსულ ენაზე მოცემული მონაცემები ინგლისურით შეიცვლება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. დამოუკიდებლობის მიღების დღიდან უკრაინულ პასპორტებში მონაცემები რუსულ ენაზეც იყო დუბლირებული. დუბლირების გაუქმების პეტიცია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეთა ჯგუფმა გამოაქვეყნა.