სირიაში პოლიტიკური გზით ხელისუფლების გადაცემა გამორიცხულია მანამ, სანამ “ისლამური სახელმწიფო” არ დამარცხდება. ამის შესახებ ტელეკომპანია “რაისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა. “შეუძლებელია პოლიტიკური პროცესების დაჩქარება ქვეყანაში, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ტერორისტები აკონტროლებენ. იმისათვის, რომ დიალოგი დაიწყოს, ტერორიზმი უნდა დავამარცხოთ. ამის შემდეგ პოლიტიკური ცვლილებებისთვის მინიმუმ 2 წელი იქნება საჭორო,”-აღნიშნა ასადმა.