ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გაზიანი სასმელის ქილაში ჩამონტაჟებული ბომბი გახდა. ამის შესახებ ჟურნალი “დაბიკი” იტყობინება, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობს. ჟურნალში ასაფეთქებელი მოწყობილობის ფოტოებიც არის გამოქვეყნებული. რუსულმა ლაინერმა კატასტროფა შარმ-ეშ-შეიხში 31 ოქტომბერს განიცადა, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა. რუსულმა მხარემ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მისცა.