თავდასხმა ბოსნიაში. სარაევოს გარეუბანში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი სამხედრო მოსამსახურეებს გაუხსნა. შედეგად, 2 ბოსნიელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო, თუმცა პოლიციამ მისი ადგილ-სამყოფელი მალევე აღმოაჩინა. მამაკაცი სამართალდამცავებს არ დანებდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.