პარიზის ტერაქტების მთავარი ფიგურანტის, აბდელჰამიდ აბაუდის ბედი ამ დრომდე უცნობია. პროკურორ ფრანსუა მოლენის განცხადებით, სენდ-ენის სპეცოპერაციისას დაკავებულთა შორის ის არ ყოფილა. ბინაში, რომელზეც პოლიციამ შტურმი მიიტანა არც მეორე ძებნილი სალაჰ აბდესლამი იმყოფებოდა, თუმცა დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა. ცხედრები იმდენად არის დაშავებული, რომ მათი ამოცნობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სპეცოპერაცია პარიზის გარეუბან სან-დენში გუშინ გამთენიისას ჩატარდა, რასაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2 პირი ემსხვერპლა. ერთ-ერთმა მათგანმა, შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა. სპეცრაზმელებმა ბლოკირებულ ბინაში 8 პირი დააკავეს.