"ეროვნული ფორუმი" "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვაში ადანაშულებს. ამის შესხებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.
"29 აპრილის, საღამოს, პარტიაში შევიდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ჩაჩანიძის ინიციატივით, ამ რაიონის მმართველი პარტიის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები, მდივნები და რიგითი წევრები კულტურულ ღონისძიებაზე - კონსერვატორიაში ანსამბლ "ფესვების" ერთდღიან კონცერტზე იყვნენ დაპატიჟებული. ჩვენი გადამღები ჯგუფი იქ იმ დროს მივიდა, როცა კომისიის წევრები კონსერვატორიაში შედიოდნენ. იქვე, შენობის გვერდით, შესასვლელთან, ჩამწკრივებული იყო ყვითელი ავტობუსები. სწორედ ამ ავტობუსების მეშვეობით უნდა გადაეყვანათ კომისიის წევრები ბანკეტზე, რომელიც, მიღებული ინფორმაციის თანახმად, დიღომში, ელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "თბილისში" უნდა გამართულიყო. კონცერტის დასრულების შემდეგ რესტორან "თბილისში" გადაინაცვლეს, სადაც მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე შეუერთდათ", - განაცხადა მელაშვილმა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აღნიშნული ქმედება საარჩვენო კანონმდებლობით იკრძალება და ფასდება, როგორც კომიისის წევრევის მოსყიდვის მცდელება.
ამის გათვალისწინებით, "ფორუმი" ცესკოსგან ამ ადამიანიების განთავისუფლებას ითხოვს. ეს პირები არიან ივანე ბურდული - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ლასხიშვილი - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თინა ნათენაძე - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ნესტან ფორაქიშვილი - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, სოფიო ბაღდავაძე - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ლალი გეფერიძე - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ნაზი ნადირაძე - დიდუბის მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ირმა კურატიშვილი - დიდუბის 48-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მურმან გამისონია - დიდუბის 28-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
"საარჩევნო კოდექსით, ამგვარი ქმედება პირდაპირ ნიშნავს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის, ამ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის მხირდან კომისიის წევრების მოსყიდვას, ხოლო საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს ეკრძალებათ ისეთი შეთავაზების, სარგებლის ან მომსახურების მიღება, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მათ სამსახურებრივ საქმიანობაზე. ნორმალურ ქვეყანაში ამას დიდი სკანდალი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვებოდა, მაგრამ საქართველოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე დეკლარაციებს მხოლოდ ფორმალურად, საერთაშორისო ორგანიზაციების თვალის ასახვევად იღებენ და ამას ყველა ის ფაქტი მოწმობს, რომელიც დღემდე დაფიქსირდა და რეაგირების გარეშე დარჩა", - განაცხადა მელაშვილმა.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თუ მას მართლაც აქვს პრეტენზია, რომ თავისუფალი არჩევნების გარანტია ქვეყანაში, სულ მცირე, საკუთარი ადმინისტრაციის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი მაინც უნდა დააყენოს და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა ის წევრი უნდა მოხსნას, ვინც "საყოვლეთაო ნაციონალურ მოლხენაში" მიიღო მონაწილეობა. ცესკომ უნდა განიხილოს ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების - გიორგი ჩაჩანიძისა და მამუკა ახვლედიანის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხიც.
"რაც შეეხება თავყრილობის კიდევ ერთ მონაწილეს, გიორგი ბარამიძეს. ალბათ, გახსოვთ, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი გილაური კატეგორიულად აფრთხილებდა თავისი კაბინეტის წევრებს, ხელი არაფერზე წაგიცდეთო, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძეც დაიქადნა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ყველა ჩინოვნიკს დავსჯითო. საინტერესოა, რა ზომებს მიიღებენ ბარამიძის მიმართ", - აღნიშნა მელაშვილმა.