საფრანგეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად კოალიციის გაფართოვებას ითხოვს. საგანგებო განცხადება მან მორიგ ტელემიმართვაში გააკეთა. „ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო ფართო კოალიცია, რომელიც გადამწყვეტ დარტყმებს მიაყენებს ისლამურ სახელმწიფოს. ჩვენ ეს საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით უნდა გავაკეთოთ, რადგანაც ისლამისტები საფრთხეს არამხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენენ. ამ საკითხს ჯერ ბარაქ ობამასთან, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთანაც განვიხილავ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მოქმედებების კოორდინაციაზე, რათა მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ,“-აღნიშნა ოლანდმა. საფრანგეთის ლიდერი ამერიკელ კოლეგას 24 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება, პუტინთან შეხვედრას კი მოსკოვში 26 ნოემბერს გეგმავს.