რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მუქარის შემცველ კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვა მედიაჯგუფმა Furat-მა გამოაქვეყნა, რომელიც ისლამისტებთან თანამშრომლობს. კადრებში 3 ისლამისტი მებრძოლი ჩანს, რომლებიც აცხადებენ, რომ 13 ნოემბრის ტერორისტული აქტები იყო პასუხი იმ ტანჯვაზე, რასაც საფრანგეთი მუსლიმანებს აყენებს. მათივე თქმით, საფრანგეთში, პარიზის გულში კიდევ არაერთი ტერაქტი განხორციელდება.